Monday, July 11, 2016



 პროექტის პრეზენტაცია

პროექტის პორტფოლიო

 პროექტებით სწავლება დამეხმარება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში. გაზრდის მათ ჩართულობას. დაეხმარებათ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში და 21 -ე საუკუნის შეძენაში.



Wednesday, July 6, 2016

დღეს შევისწავლეთ ის ფორმები რომელიც გამომადგება პროექტის პროცესის განმავლობაში.რამდენად  მნიშვნელოვანია , როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლის პროცესი ,როგორ მოვახდენთ უკუკავშირ,ს რათა დავადგინოთ სამომავლო საჭიროებები.მნიშვნელოვანია როგორ განვსაზღვრავ აქტივობებს,დავალებებს რამდენად სორად შევარჩევ შეფასების სტრატეგიებს.

Monday, July 4, 2016

ტრენინგის მეექვსე დღეს  შევისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასება. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაცნობა დამეხმარება სწორად განვსაზღვრო მოსწავლის აქტივობები და მოვახდინო მისი ნაშრომის მონიტორინგი.ასევე დავეუფლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.

Friday, July 1, 2016

პროექტის მე-5 დღეა- ვიმსჯელეთ უკუკავშირის მეთოდებზე,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,გავითვალისწინეთ ერმანეთის კრიტერიუმები,გავითამაშეთ სიმულაციები როლები,უკეთ გავეცანით საავტორო უფლებებს რათა არ მოხდეს რაიმე დარღვევა და სხვისი აზრების მითვისება.ვეთანხმები გამოყენებული ლიტერატურის აღნიშვნის აუცილებლობას,რადგანაც იმფორმირებული ყოს ყველა ის ადამიანი ,ვინც პროექტს გაეცნობა ,თუ საიდან მოვიძიე მასალები.
 დავინახე საკომუნიკაციო საშვალებების დადებითი მხარე , რომელიც გამომადგება სამომავლო საქმიანობაში.

Wednesday, June 29, 2016

მეოთხე დღეს გავიარეთ მეორე მოდული გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას,შეფასების ფორმის შექმნას ,პრეზენტაციის მონახაზს.დღევანდელ დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება ,ეტაპობრივად მოვახდინო პროექტების მუშაობის მონიტორინგი ,წინასწარ შემუშავებული შეფასების  რუბრიკებით. გმადლობთ საინტერესო და ნაყოფიერიდღევანდელი დღისთვის.

Monday, June 27, 2016

დღეს გავიარეთ პროექტების წერის მესამე დღე ,რომელიც იყო მეთად საინტერესო და მრავალფეროვანი .დღევანდელ დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტების ხარისხიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში
.მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარება მოსწავლეების აზროვნების სწორი მიმართულების წარმართვაში.
                                                მადლობა ქალბატონ ირინას!

Friday, June 24, 2016

დიდი მნიშვნელბა ჰქონია პროექტების წერას, რაც დღევანდელი დღის ტრენინგით გახდა ჩემთვის   უფრო მკაფიო და საინტერესო, დავრწმუნდი იმაში, რომ მოსწვლეები დიდ ინტერესს გამოიჩენენ პროექტებში მიიღონ აქტიურად მონაწილეობა.მიღებულ ცოდნას აქტიურად   გამოვიყენებ პრაქტიკაში!